სხვა

23:02 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი რევაზ დავითაძე 85 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (156, 160, 163) და პირველ მოძრაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში დავითაძემ პირველ ცდაზე 183 კგ დააფიქსირა, შემდეგ კი - 187 კგ. საბოლოოდ კი ქართველმა 190 კგ დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 353 კილოგრამით ევროპის ჩემპიონი გახდა. დავითაძემ ორი ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში რევაზს ფრანგმა სპორტსმენმა (191 კგ) აჯობა.

დღესვე ფიცარნაგზე გავიდა თათია ლორთქიფანიძე (69 კგ), რომელმაც მეოთხე ადგილი დააფიქსირა. ამრიგად, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ჯამში ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი დაუგროვდა. ხვალ ფიცარნაგზე ვიხილავთ მსოფლიოს ჩემპიონს ანასტასია გოტფრიდს (90კგ), შეჯიბრება კი 17:00 საათიდან დაიწყება. ევროპის ჩემპიონატი პირველ აპრილს დასრულდება. დასკვნით დღეს დათო ხეცურიანი (105), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105) იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113236