ფეხბურთი

17:17 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი ბერძენი კალათბურთელის "სეივით" აღფრთოვანდა... (+VIDEO)

ათენის აეკ-ის კალათბურთელმა იანულის ლარენცაკისმა საკალთბურთო ჩემპიონთა ლიგის მატჩში ფრანგულ “სტრასბურთან” დიდებული ჩაჭრა მიითვალა. ბერძენმა ერთ-ერთ ეპიზოდში ისეთი რეფლექსები გამოავლინა, რომ ბარე-ორს შეშურდებოდა. მათ შორის, თვით ჯანლუიჯი ბუფონს.

საინტერესოა, რომ ჯიჯი აღნიშნულ ეპიზოდს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და თქვა:

“მე ასეთი ბურთი არასდროს ამიღია. ყოჩაღ”, - დაწერა იტალიელმა.

ბუფონს გამოეხმაურა თავად ლარენცაკისი:

“ეს დიდი პატივია, როდესაც ბავშვბობის იდეალი აქებს შენს სახელს. ვაფასებ დიდ ლუიჯის და იმედი მაქვს, რომ აეკ-ი და “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ”, - წერს ბერძენი კალათბურთელი.

0.123809