ფეხბურთი

15:27 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილი "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდ თბილისის “დინამოს” ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდა. ეს ტრანსფერი აქამდეც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამჯერად ქართული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ლუკა “დინამოში” იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო მხარეების სურვილის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება.

19 წლის ფეხბურთელი გასულ წელს კიევის “დინამოში გადავიდა, მაგრამ ტრავმების გამო უკრაინულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. ლოჩოშვილსა და კიეველებს შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116891