ფეხბურთი

16:25 | 29.03.2018 | ნანახია 2917 - ჯერ

წითელი ტალღა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ორი თამაში ხოშიანად, თანამედროვედ, ლამაზად ჩაატარეს. თბილისში ლიტვაც კუთხეში დავაყენეთ და ესტონეთსაც ვაწყენინეთ. გარეთ, სტადიონთან იყო ზღვა ხალხი, საცობი, მზესუმზირით მორთული პოლიციელები და ბევრი ქართული დროშა. ფეხბურთის ფედერაციასთან საყვარელმა ბებომ ხინკალიც ჩამოატარა და რამდენიმე გულშემატკივარმა იქვე მოხვრიპა ნახევრად ცივი ცომეულ-ხორცეული.

შეიძლება, ეს მხოლოდ ის ნაკადი იყო, რომელსაც მე გამოვყევი, მაგრამ ხმაურიანი გულშემატკივრების დიდ ნაწილს არ ეცვა საქართველოს ნაკრების არაფერი. არც საფირმო ზედა, არც ჩვენი დროშის ფერებში შექმნილი შარფი, კეპი, ქუდი, მოსაცმელი. საერთოდ არაფერი. სამაგიეროდ, ბლომად იყო მესის, ნეიმარის (ოღონდ, პესეჟეს ფერებში), „რეალის“ ლამაზი ბიჭის ზედები და არ იყო საქართველო.

ალბათ, ცუდი არ არის, ნაკრების თამაშზე კაშიას, ანანიძის, კანკავას მაისურით რომ მიხვალ და ჩვენების გოლზე სხვა ტალღა რომ დაგფარავს. თბილი, პატრიოტული და არა ესპანურ-არგენტინული ტალღა. როდესაც ყაზაიშვილი კიდევ ერთ საოცარ ფინტს გააკეთებს და შენ ბეილის ან დიბალას მაისურს არ დაკუჭავ, არ შემოიხევ ტანზე. ქართული სილამაზე ქართულად უნდა დავაფასოთ. მე ასე მგონია. ალბათ, თქვენც.

სტამბოლში, ბევრი წლის წინ თურქეთის და შვედეთის თამაშზე დამპატიჟეს. მქონდა „ვრანგლერის“ შავ-თეთრი ზედა, რომელიც არც გამიხდია და ეგრევე, დილას სასტუმროდან როგორც გავედი, დავაწექი სტადიონზე თურქ მეგობრებთან ერთად. სტადიონის ტერიტორიაზე რომ მოვხვდით, რამდენიმემ ჩვენსკენ გამოიხედა და იმ გამოხედვაში ნამდვილად არ იგრძნობოდა კეთილგანწყობა. იქ, მთელი სტადიონი ნაკრების ზედებში იყო. როგორც ჩემმა თურქმა მეგობარმა მითხრა, შენ ან „ფენერის“ გულშემატკივარს მიგამსგავსეს, ან - რომელიმე არათურქული გუნდის ზედა ეგონათო. მოკლედ, ჩვენ არ ვიყავით თურქების თეთრ ან წითელ ფორმაში და იქ ეს არ მოეწონათ. ნაკრების თამაშზე კეთილი ინებე და, ნაკრების ზედაში მიდი.

საქართველოს ნაკრების თამაშზეც ეცვათ ჩვენი ეროვნული გუნდის ზედებიც, მაგრამ გამიხარდება, თუ უფრო მეტი მივა თამაშზე ჯანოს და ვაკოს მაისურით. ასე უკეთესია. ნაკრები ამას იმსახურებს.

ძალიან მომეწონა დიჯეის მუსიკალური გემოვნება. სპორტს არ უხდება სოსო პავლიაშვილი, ბუბა კიკაბიძე და „ვიაგრა“. ეს - სხვაგან. სპორტს ენერგია მოაქვს და მუსიკამაც ენერგია უნდა მოიტანოს. დიჯეის სიაში იყო ძველი ბრიტანული პანკი, საბატები, რობერტ პლანტი. და არ ისმოდა „ბიჭო, ეს რა ..ობა აქვთ ჩართული“. პირიქით, გულშემატკივრებიც ორგანიზაბული ხმაურის ხასიათზე მოვიდნენ და მაგრად დაიმუხტნენ.

გამიხარდება, თუ ქუჩაში ახალგაზრდაზე კაშიას ზედას დავინახავ. ამ ბიჭმა ეს დაიმსახურა.

გამიხარდება, თუ ქუჩაში კანკავას ზედას შევამჩნევ. ამ ბიჭმა ეს დაიმსახურა. სხვებმაც დაიმსახურეს. ნაკრების თამაშის ხარისხის განურჩევლად, ნაკრების თამაშზე გულშემატკივარი ხარისხიანი სანაკრებო ამუნიციით უნდა მიდიოდეს. ასე სწორია. ასე ასწორებს.

ასე ჩვენ მართლა ერთი გუნდი ვიქნებით.

და მაგრად მომეწონა პოსტერი „ჯანო, დროზე გამოჯანმრთელდი. გელოდებით!“

წითელმა ტალღამ წამოიღო. ახლაც მოაქვს. რა საოცარი ყოფილა. აწი, ფეხბურთზეც უნდა ვიარო.

ზურაბ თალაკვაძე

Loading...

კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:02 | 30.03.2018
ManUtdFan (274)

ზურაბ თალაკვაძე სოლირებს

13:07 | 30.03.2018
Tochinoshin (143)

კიდე, ძაან მნიშვნელოვანი - დიქტორები გამოცვალონ სტადიონებზე, რაღაც პატარა ქარიზმა გამოხატონ, რა უბედურებაა. მივბაძოთ ევროპელებს, გვარების სკანდირება სტადიონმა რო მოახდინოს, ძნელია?? ვითომ ატაფერი, მარა ესეთი ნიუანსები ბევრს ნიშნავს

20:58 | 30.03.2018
ManUtdFan (274)

გვარების სკანდირება მატრაკვეცობა იქნება ჯერ-ჯერობით

10:34 | 30.03.2018
geogoli (936)

ოღონდ ამათმა სულ ასე ითამაშონ და თუ გინდა წითლად შეღებილი მივალ სტადიონზე. ორი ამხანაგური მოიგეს და უკვე ჩაცმის პრეტენზია გაჩნდა? იმაზეც მადლობა თქვან რო ჯერ კიდე ვერ შეგვაძულეს ფეხბურთი და მაინც დავდივართ სტადიონზე.

02:28 | 30.03.2018
despe (3218)

ჯერ კიდე ბავშვობიდან მაღიზიანებდა ადგილობრივ საკლუბო ან მითუმეტეს ეროვნულ სანაკრებო მატჩებზე რო უცხოური მაისურები ეცვათ.

"სემიჩკა" ჭამიაობა კი კარგი იქნება თუ აიკრძალება, მაინც არ ვეტანები

01:02 | 30.03.2018
იკა..იუვე..10 (3961)

ძალიან კაი სტატიაა მივესალმები.. მაგრამ ისიც გვითხარი ავტორ სად იშოვება ეს ნაკრების მაისურები, დინამოს გარდა(მანდ ცეცხლის ფასი ადევს) რუსთავში სტამბულზე მაგალითად ათასნაირი გუნდის მაისურებია მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორმა არასდროს მინახავს

00:32 | 30.03.2018
irakli899 (1349)

ავტორი ესე რო ჭიკჭიკებს იცის მაინც დინამოზე თამაშის წინ რა ღირს ხოლმე თეთრი მაისური საქართველოს ფედერაციის ლოგოთი? 100 ლარი (ალბათ რეიტინგში ასეულს მიღმა რომ ვიყავით მაფიტომ, კიდე კაი 200 ქვეყანა არ იყო) )) ასე რომ ზურაბ მაგაზე დაიწყე საუბარი, არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან მესის ნეიმარის და რეალის ლამაზი ბიჭის მაისურებში გამოწყობილი ადამიანები და პირიქით! ყველაზე პატრიოტებ არიან.. ნაკრები რომელმაც ბოლო 15 წელია გვაწამებს(ნუ ნოლო 2 თამაშს არ ჩავთვლი)მაინც მიიღო თითო თამაშზე მინიმუმ 20 000 მხარდამჭერი.. კარგი რა, ნამუსი არ გაქვს კაცო? და რამდენმა დაიფიცა მწარედ რომ აღარ მივიდოდა ნაკრების თამაშზე და მაინც მივიდა. ასე რომ: ამათ ითამაშონ და თუ გინდა ნაკრების ფერებში შეგღებავთ ) მაისურს რო თავი დავანებოთ

22:45 | 29.03.2018
Shevche (14212)

სულ დავდივარ თამაშებზე და არასდროს მინახავს საბატი და პლანი ჩაერთოთ შესვენებაზე.

22:12 | 29.03.2018
Levan911 (2154)

თუ ძმა ხარ რა. სულ 2 ხელი ტანსაცმელი მაქვს ერთი ზაფხულის და ერთი ზამთრის სად ვუხამო ახლა ნაკრების ფერებს?

23:22 | 29.03.2018
lagashi (3042)

21:45 | 29.03.2018
რაჭა (9512)

ამათ ფეხბურთი ითამაშონ და ჩაცმა დახურვას თავისით ეშველება...
წარმატებები ჩვენს ფეხბურთს

20:37 | 29.03.2018
nike-ni (102)

ისე ჩვენს ფეხბურთელებზე რომ შეგვეცვალა ფორმა შავი ფერის მაისურებით, მთელი სტადიონი ფერებში ვიქნებოდით....

02:29 | 30.03.2018
despe (3218)

დააბრუნონ ძველი დროშა

21:24 | 29.03.2018
# KoRBeN DaLLaS # (12849)

მართალი ხარ. რატომ უნდა ვიაროთ ყველამ 11 კაცის ზმანზე, პირიქით უკეთესი არაა ?

21:31 | 29.03.2018
BEERTRANCE (97745)

დდდდდდდდდდდდდდდდდდდ

19:10 | 29.03.2018
BEERTRANCE (97745)

მზესუმზირა რო აკრძალო ამაზეც ქართული მარში გამოვარდება, საერთოდ დანაგვიანება ჩვენი ორგანული ნაწილია და არ უნდა შევეხოთ.

ჩაცმულობა თამაშის ხარისხთან ერთად გამოსწორდება

18:42 | 29.03.2018
Tochinoshin (143)

მთლად კანკავა-კაშიას მაისურების ჩაცმაზე რა გითხრათ, მაგრამ ყოველთვის თეთრი ან წითელი მაცვია. სხვა ალტერნატივა არ უნდა იყოს!!!!! ვიზიარებ, ზურა, შენს აზრს!!!!!!!!! ხშირად ავაგოროთ აქ ეგ მუხტი

18:14 | 29.03.2018
# KoRBeN DaLLaS # (12849)

მზესუმზირით მორთული პოლიციელები
სემიჩკა თემაა ეგ ისეთივე ურყევი ტრადიციაა ჩვენს სტადიონებზე, როგორიც მარწყვი და ნაღები უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის მსვლელობისას

16:56 | 29.03.2018
lagashi (3042)

ჩაცმულობაზე ნამდვილად არ არის სანერვიულო, ბუნებრივია რომ ნაკრები ძალიან დაბალი დონეა წლების განმავლობაში, არ გვყავს არცერთი პოპულარული ფეხბურთელი და არავის აქვს მაისურების ყიდვის მოტივაცია. როგორც კი ხარისხი გაუმჯობესდება ავტომატურად მოგვარდება ეგ საკითხი. მაგრამ მზესუმზირას ასეთი მასიურად ჭამა რა უბედურებაა..

16:53 | 29.03.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

სათაური "ბრბო" ვაი გულშემატკივარი...

16:52 | 29.03.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ასე რომ ავტორ, ჯერ ეს უნდა დაგეწერა და თუ ვერ ამჩნევ ამდენ ხანს ძალიან ცუდია. ვინმემ დაწერეთ ეს უფრო მნიშვნელოვანია,

16:47 | 29.03.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ეგ კიდევ აეაფერია იმასთან შედარებით რასაც ვაი გულშემატკივრებია აკეთებენ, ეს სათქმელია და აუვცილაბლად გამოსასწორებელი. სირცხვილია და თანაც ძალიან დიდი როდესაც სტადიონზე ხალხი თამაშის დაწყებიდან 20-25 შემდეგაც აგრძელენს მოსვლას სტადიონზე. არ ვიცი ეს ხალხი სად ან რისთვის მიდიან?? უკვე იყო საქართველოს ჰიმნი რომელმაც მოთამაშეებიც და გულშემატკივრებიც, ბრძოლისთვის უნდა განაწყოს და ვიღაცეები ვიტყოდი "ბრბო" სხვა ვერაფერს ვიტყვი ასეთევზე, მოდიან როდესაც ტაიმის ნახევარია. ეს გრძელდება დიდი ხანია. ამას გამოსწორება უნდა.... თუნდაც ნუღარ შეუშვებენ ბილეთიანებს დაგვიანებით, ასეთი უპატივცემლობა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ნაკრების, საკითარი ფეხბურთელების და თუნდაც დანარჩენი გულშემატკივრების მიმართ, არსად დედამიწის ზურგზე არაა. ასე რომ ფოტმამდე ჯერ ბევრი გვიკლია და თუნდაც ჯერ ნურც იქნენიამ ფერებში გამოწყობილი ხალხი და ეს გამოსწორდეს.

21:02 | 30.03.2018
ManUtdFan (274)

იქნება საცობში მოყვა ადამიანი რამოხდა მერე, მეც დამგვიანებია სტადიონზე, დაჟე მეორე ტაიმში მივსულვარ, მარა არ ვთლი რო ამით რამე უპატივცემულობა გამოვხატე ფეხბურთელების მიმართ

17:31 | 29.03.2018
# KoRBeN DaLLaS # (12849)

+++++++++

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.103309