ფეხბურთი

22:00 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში - ბექჰემზე, ანრიზე, კაკაზე და სხვა ვარსკვლავებზე პროდუქტიულია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს, "სან ხოსე ერსქვიკსი" სტატიას უძღვნის. მასში საუბარია, 25 წლის ფეხბურთელის ამერიკული კარიერის დასაწყისზე და მოყვანილია ციფრები, რომლის მიხედვითაც ჩვენებურს ამერიკულ ლიგაში უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე ბევრ სახელოვან ვარსკვლავს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"როდესაც თქვენ ფიქრობთ MLS-ის ყველაზე დიდ სახელებზე წარსულში, გახსენდებათ დევიდ ბექჰემი, ტიერი ანრი, კაკა, რობი კინი, ანდრეა პირლო და კვატემოკ ბლანკო. ხოლო მომქედი ფეხბურთელებიდან დავიდ ვილა, დიეგო ვალერი, იგნასიო პიატი, ჟოზი ალტიდორი, ბრედლი რაიტ-ფილიპსი და მიგელ ალმირონი.

რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ყველა ზემოხსენებულ ფეხბურთელებზე უფრო პროდუქტიული საწყის 15 მატჩში ვაკო ყაზაიშვილი იყო?

7 გოლით და 4 საგოლე პასით 1000-ზე ნაკლებ წუთში ვაკო MLS-ის ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელზე უკეთეს შედეგს აჩვენებს 15 მატჩის გათვალისწინებით. იდეაში, ვაკოს პროდუქტიული თამაში ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელის შედეგს სჯობს. დიეგო ვალერიმ MLS-ის MVP მეხუთე, რობი კინმა მეოთხე, ხოლო დავიდ ვილამ მეორე სეზონში მოიგო.

15 თამაში რა თქმა უნდა, ცოტაა ჩემპიონის ზომაზე სასაუბროდ. მაგრამ, ვფაქტია, ვაკომ გაცილებით სწრაფად მოახერხა აფეთქება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის ლიგაში უფრო ცნობილმა და გაცილებით ძვირადღირებულმა ფეხბურთელებმა.

მისი შესანიშნავი ფორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საერთაშორისო მატჩებმა. ორ თამაშში ორი გოლი გაიტანა და მათ შორის ესტონეთთან მსოფლიო დონის".

ქვემოთ თქვენ ნახავთ ცხრილს, რომელშიც მოცემულია საწყისი 15 მატჩის შედეგები:

თავის მხრივ, ჩვენ შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც “სან ხოსეს” 2017 წლის ივლისში შეუერთდა, შარშან 5 გოლი გაიტანა (“ნიუ-იორკ რედ ბულთან”, “ფილადელფიასთან”, “ლოს ანჟელეს გელექსისთან”, “პორტლენდთან” და “ვანკუვერთან”), ხოლო მიმდინარე სეზონში, რომელიც ახლახან დაიწყო, მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია (ჯერ “მინესოტას”, შემდეგ კი “კანზას სიტის” გაუტანა). რაც შეეხება 4 საგოლე გადაცემას – ვაკომ ორი მიმდინარე სეზონში მიითვალა და ორივე “მინესოტა იუნაიტედთან” მატჩში, ხოლო ორიც გასულ სეზონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114295