ფეხბურთი

23:14 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ვაკო გვილია გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ლიტვასთან გამართულ მატჩთან შედარებით "ჯვაროსნები" განსხვავებული შემადგენლობით ითამაშებენ. ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო, გიორგი ჩაკვეტაძე თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მეორე მატჩში ვერ ითამაშებდა და "გენტში" დაბრუნდა.

როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ვარჯიშზე მცირე ხარისხის დაზიანება მიიღო ვაკო გვილიამაც და "ლუცერნის" შუახაზელი ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს.

სხვა მხრივ, საქართველო საკადრო პრობლემებს არ განიცდის. წესით, ვლადიმირ ვაისმა განახლებული შემადგენლობით უნდა დაიწყოს შეხვედრა. ამაზე წინასამატჩო წერილში უფრო ვრცლად მოგვიანებით გიამბობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119431