ფეხბურთი

2:37 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარის ისტორიული გამარჯვება ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქესთან (+VIDEO)

გიბრალტარის ნაკრებმა ისტორიაში მეორე შეხვედრა მოიგო! ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას კი ლატვიის ნაკრებთან სპარინგში მიაღწია, რომელიც თავის მხრივ საქართველოს მეტოქეა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

გიბრალტარის ნაკრებს აქამდე ერთადერთი გამარჯვება 2014 წლის 4 ივნისს, მალტასთან ჰქონდა მოპოვებული. მას შემდეგ კი, თითქმის 4 წელი გავიდა, რომელმაც 24 მოუგებელი თამაში დაიტია (1 ფრე, 23 წაგება)...

გირბალტარის ნაკრებმა ესოდენ ფასეული გამარჯვება ლიამ უოლკერის გოლით მოახერხა. რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეს – ლატვიის ნაკრები საშინელ პერიოდს განიცდის. ბალტიისპირელებმა 2016 წლის ოქტომბრიდან 16 მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 13-ჯერ მარცხი განიცადეს (მათ შორის ერთი წლის წინ საქართველოსთან 0:5), ორი ფრე გაახერხეს (ფარერებთან 0:0, 1:1) და ერთადერთხელ გაიმარჯვეს (ანდორასთან 4:0).

ლატვიელებმა გიბრალტართან შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

ვანინი (შტეინბორსი 46), დუბრა, იაგოდინსკი, ტარასოვი (ტორესი 72), ლაიზანსი (ინდრანსი 46), კლიუშკინი, კაზაჩოკი, იურკოვსკისი (გაბოვი 65), შაბალა (გაურასი 46), სავილნიეკსი, ულდრიკისი (ფედოროვი 57).

შეგახსენებთ, ერთა ლიგის გათამაშება სექტემბერში დაიწყება, ხოლო საქართველოს ნაკრების მეტოქეები ლატვიის გარდა, ყაზახეთისა და ანდორას ნაკრებები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114257