კალათბურთი

12:34 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჯანიძე: უკვე რუსთავზე ვფიქრობთ

"დელტამ" ძალიან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა ლიდერ "ქუთაისთან" და 81:89 წააგო. ხდება ხოლმე. "ქუთაისი" ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია, რომელიც ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად რჩება.

"ქუთაისში" საქართველოს ნაკრების კანდიდატები და ამ ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გამოცდილი მწვრთნელი ქმნიან წარმატებას. და ეს გუნდი სამაგალითოა ბევრ სხვა საორგანიზაციო ნიუანსში.
"დელტამ" ეპიზოდურად ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი.
"დელტა" მოუმატებს.

საბა ლობჯანიძე ("დელტა"): "კარგი სტარტი გვქონდა. დაცვაში ვიყავით მობილიზებულები და გავედით წინ. "ქუთაისი" გამოცდილი გუნდია და იქ, სადაც პრობლემებს ვუქმნიდით, მოუმატა. "ქუთაისმა" გამოასწორა თამაშიდან სროლების პროცენტი და ეს შედეგზე აისახა. სამწუხაროდ, წავაგეთ, მაგრამ ეს უკვე წარსულშია. "დელტა" შემდეგ შეხვედრაზე ფიქრობს და ვეცდებით, მაქსიმუმი "რუსთავთან" ავიღოთ. ეს გუნდი ჩვენზე წინ არის, ამ გუნდში გამოცდილი მოთამაშეები არიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოსაგებად ვემზადებით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. "დელტას" სუპერლიგაში საუკეთესო ფანები ჰყავს."

ზურაბ თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096652