ფეხბურთი

20:48 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ლიტვა გაანადგურა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვა ამხანაგურ შეხვედრაში ადვილად დაამარცხა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა და კარგად გამოჩნდა, რომ ლიტვაზე მაღალი დონისაა. ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა, რადგან ანტრაქტზე “ჯვაროსნები” ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდა.

გიორგი პაპუნაშვილმა დაასრულა ჩინებული კომბინაცია გოლით, ხოლო ცოტა ხანში ოთარ კაკაბაძის გადაცემას კარგი თავური მიაყოლა გიორგი ქვილითაიამ. მანვე, პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ვაკო ყზაიშვილმა აქცია გოლად, ხოლო ტაიმის ბოლოს დებიუტანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაიბრწყინა და ულამაზესი გოლი შეაგდო.

ცხადია, მატჩი მეგობრული ხასიათის იყო და რა გასაკვირია, რომ მეორე ნახევარში ქართველ ფეხბურთელებს უკან მოუხედავად არ შეუტევიათ სტუმართათვის. თუმცა, მეორე ნახევარში თუ ვინმე იყო გოლთან, ეს საქართველოზე ითქმის. საბოლოოდ კი 4:0 და წინ ესტონეთთან მატჩია, რომელიც 27 მარტს, თბილისში გაიმართება.

WORLDSPORT.GE მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

საქართველო – ლიტვა 4:0 (4:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო: ლორია; კაკაბაძე, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), კაშია (დვალი 71), ანანიძე (პაპუნაშვილი 9), კვირკველია, კანკავა (კვეკვესკირი 61), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 82), ქვილითაია (არაბული 73), გვილია, ნავალოვსკი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლიტვა: სეტკუსი, კლიმავიჩუსი, სლავიჩკასი, ზულპა (ვორობიოვასი 46), სერნასი (ლაუკზემისი 71), ნოვიკოვასი (ლასიჩკასი 60), გირდვანისი, ვერბიკასი (პაულიუსი 80), ბოროვსკი, ვალსკისი, ჩერნიჩი (რომანოვსკი 80)

მწვრთნელი: ედგარას იანკაუსკასი

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)

მსაჯი: ალექსანდ ტეანი (მოლდოვა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112273