საქართველოს ეოვნული ნაკრები ამ წუთებში ლიტვის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში ეთამაშება. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ამხანაგური ნამდვილად არაა. 4:0 – საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
ვლადიმირ ვაისის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და სავსებით დამსახურებულად მიჰყავს თამაში. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, ვაკო ყაზაიშვილმა (პენალტით) და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს.
ყველა გოლი საკმაოდ ლამაზი სანახავი გამოვიდა. მოკლედ, თამაშს არაფერ დაეწუნება. წინ კი, მეორე ტაიმია...







