კალათბურთი

14:48 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტეფ კარისთვის პლეი-ოფი რისკის ქვეშაა

“გოლდენ სტეიტ უორიორზის” ლიდერი სტეფ კარი ისევ ტრავმირებულია. “მეომრების” გამთამაშებელი ტრავმის შემდეგ მოედანს დღეს გამთენიისას “ატლანტა ჰოუქსთან” დაუბრუნდა, მაგრამ მესამე პერიოდში მუხლი დაიზიანა და თამაში ვეღარ გააგრძელა.

კარიმ ტრავმა თანაგუნდელ ჯავალ მაკგისთან შეჯახების შედეგად მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ხანი იუქმებს სტეფი, მაგრამ ამერიკული გამოცემების ცნობით, პლეი-ოფის საწყის ეტაპზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ სტეფის გამო. ვესაუბრე მას და ძალიან იმედგაცრუებულია. მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ტრავმა”, - აღნიშნა “გოლდენ სტეიტი” თავკაცმა სტივენ კერიმ.

სტეფ კარიმ "ატლანტასთან" 25 წუთი ითამაშა და მიუხედავად ამისა, 29 ქულით "უორიორზში" საუკეთესო იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113003