კალათბურთი

10:55 | 24.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი ფინალს ვერ შესწვდა

საკალათბურთო ევროთასის ფინალს მიღმა დარჩა მანუჩარ მარკოიშვილი და “რეჯანა”. იტალიური გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზე “ლოკომოტივთან” ვერაფერს გახდა და ტურნირს დაემშვიდობა.

იტალიურ გუნდს პირველი მატჩი რუსეთში წაგებული ჰქონდა და ბუნებრივია, სახლში გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. “რეჯანამ” ამჯერად მარცხი იწვნია – 69:79.

მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 26:35 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 10 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 3 ჩაჭრით შეეწია.

მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა.

“ლოკომოტივი” კი ფინალში თურქულ “დარუშაფაკას” შეხვდება, რომლის ღირსებას სწორედ მარკოიშვილი იცავდა 2015-2016 წლებში.

0.11142