"ქუთაისი" მიმდინარე რეგულარულის ლიდერია. "დელტა" ცხრილის ქვედა ეშელონებშია. "ქუთაისი" ბოლო წლებში სტაბილურად გადის სუპერფინალში. "დელტა" სუპერლიგაში წელს გადმოვიდა. და "დელტა" მზად არის გუნდისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება. "დელტამ" გააუმჯობესა თამაშის ხარისხი. და ეს იმის ფონზე, რომ სეზონის დროს გუნდმა დაკარგა ორივე ამერიკელი მაღალი მოთამაშე და დღეს, ნომინალური ცენტრის გარეშე აგრძელებს ჩემპიონატს. "დელტამ" ბოლო 10 თამაშიდან 5 წამოიღო. "ქუთაისმა" ზედიზედ 8 მოგების შემდეგ, ბოლო 4 ტესტიდან 3 წააგო.
ზვიად ანთაძე (დელტა, კაპიტანი): "ქუთაისთან" დაძაბული თამაში იქნება. სუპერლიგის საუკეთესო გუნდს ვხვდებით. და ამ გუნდთან წელს ჯერ არ მოგვიგია. "დელტა" პროგრესირებს კალათბურთის, მენეჯმენტის მხრივ და სასიამოვნოა, რომ ყველასთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოვყალიბდით. ჩვენთან მოგების დაგეგმვა ვეღარ ხდება. ჩვენ ყველა ბრძოლისთვის მზად ვართ"
ანთაძე გულშემატკივრებზე: "მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან. ვიგებთ, ვაგებთ - ჩვენ მათ სითბოს, ენერგიას ვგრძნობთ. ისინი უდიდეს როლს ასრულებენ კლუბის განვითარებაში. მადლობა თქვენ!" ანთაძე ამ რეგულარულში საშუალოდ 10.8 ქულას, 3.4 მოხსნას, 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
კოტე ტუღუში (ქუთაისი, მთავარი მწვრთნელი): "დელტა" კარგი გუნდია და თემურ კანკიასთან ერთად უფრო სახიფათო გახდა. ბოლო თამაშებიდან ჩანს, რომ ჩემპიონატში აღარ არის ფავორიტი და აუტსაიდერი. რთული თამაში იქნება."
ზურაბ თალაკვაძე







