ფეხბურთი

18:48 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ერთა ლიგა - ეს ჩვენი შანსია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა ისაუბრა, როგორც მოახლოებული შეხვედრების, ისე ერთა ლიგის შესახებ, რომელსაც შანსი უწოდა.

“ერთა ლიგა ჩვენნაირი გუნდებისთვის კარგი შანსია. ყველა გუნდის მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და შესაბამისად, მეტოქეებს პატივი უნდა ვცეთ. მიზანი რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლაა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს მთლიანად ქვეყნის სურვილია. უნდა ვისწავლოთ ასეთი დონის გუნდებთან გამარჯვება და პირველ ნომრად თამაში – სწრაფი, დაბალანსებული შეტევები.

ჩაკვეტაძეს უკვე 2 წელია ვაკვირდები და დიდი პროგრესი განიცადა. გიორგი ქართული ფეხბურთის მომავალია და ჩვენთან ვარჯიშების დროსაც გამოცდილებას იღებს. ჩემი აზრით, მას შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში და ლიტვასთან ძირითად შემადგენლობაშიც იქნება. ჩვენთვის ყველაზე პრობლემატური ალბათ შეტევის ხაზია, მაგრამ ეს კონკრეტული მოთამაშის ბრალი არაა და მთლიანად გუნდის ბრალია.

სასიმოავნოა და მიხარია, რომ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ეს აქამდე ჩემთვის დიდი პრობლემა იყო. წარუმატებლობას ამით არ ვამართლებ, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ესეც იყო. ორი ფორვარდით თამაში რთული იქნება. შესაძლოა, ვითამაშოთ გამოკვეთილი ფორვარდით და მის უკან ერთი ფეხბურთელიც მოქმედებდეს. ვნახოთ, წინ ორი მატჩი გვაქვს და ტაქტიკური სქემები უნდა გამოვცადოთ”, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 24 და 27 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – ჯერ ლიტვას, ხოლო შემდეგ ესტონეთს უმასპინძლებს. ორივე თამაში 19:00 საათზე, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111975