სხვა

14:41 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მეორე ოძეკისთანაც წააგო, გაგამარუ კაჩიკოშის მიუახლოვდა

უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ტოჩინოშინს და რანგით მეორე ჯურიო ლიგაში მყოფ გაგამარუს მარტის ბაშოზე 11 ტურის შემდეგ 7-7 ქულა აქვთ და კაჩიკოშის თითო მოგება აშორებთ.

სეკივაკეს წოდებით მოჭიდავე ლევან გორგაძე საბოლოო დადებით ბალანსის ზღვარს ჯერ კიდევ მე-9 ტურში მიუახლოვდა, მაგრამ მას შემდეგ, ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო. ოძეკი გოეიდოსთან გუშინ განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, დღეს ტოჩინოშინმა მეოთხე ქულა კიდევ ერთ ოძეკისთან – ტაკაიასუსთან დაკარგა. ქართველმა სეკიტორმა გოეიდოს ჰენკას გათვალისწინებით, პირველი შეჯახებისას ამჯერად მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და სტარტი წააგო. შედეგად დოჰიოს მიღმა გადგა ქუსლი, ოღონდ ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი იყო და ბრძოლა ორივე სუმოისტმა გააგრძელა. ტაკაიასუ პირველი დავარდა, მაგრამ... პირველი ეპიზოდი კიდევ ერთხელ განიხილეს და გამარჯვებულად ოძეკი გამოაცხადეს.

ხვალ ტოჩინოშინი იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ჯერ ერთი ქულაც არ დაუკარგავს.

გაგამარუდ წოდებულმა თეიმურაზ ჯუღელმა მე-7 ქულა დღეს მიითვალა, ლიგის პირველი ნომრის – ტაკაკაძეს ძლევით.

მარტის ბაშოს დასრულებამდე 4 ტური რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11625