კალათბურთი

11:42 | 21.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონმა” “ოკლაჰომას” ბოლო წამზე აჯობა, “ჰიუსტონმა” პოზიცია გაიმყარა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

“ბოსტონი” შინ “ოკლაჰომას” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე ოკლაჰომელები 99:92-ს იგებდნენ. ბოსტონელებმა ჯერ ორქულიანი ჩააგდეს, შემდეგ ბურთი მოიპარეს და სამიანი მოათავსეს. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე “ოკლაჰომა” 98:97-ს იგებს, ბოსტონი შეგნებულ ჯარიმას იღებს, საჯარიმო ხაზთან კარმელო ენტონი დგება და მოულოდნელად ორივე საჯარიმოს აფუჭებს. მატჩის ბოლო წამზე კი “ბოსტონის” ერთ-ერთი ლიდერი მარკუს მორისი სამქულიანს აგდებს და “ბოსტონმა” 100:99 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩააგდო. “ოკლაჰომაში” 24 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა.

“პორტლენდი” შინ “ჰიუსტონთან” 111:115 დამარცხდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ტეხასელები დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ლიდერის რანგში იყვნენ. “ჰიუსტონის” ამ გამარჯვებაში ლომის წილი ჯეიმს ჰარდენმა დაიდო, რომელმაც 42 ქულა ჩააგდო. “ჰიუსტონი” 57 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

“ორლანდო” – “ტორონტო” 86:93 (25:24, 26:28, 25:16, 10:25)

https://www.youtube.com/watch?v=Q6YiwAscx6g

“ბოსტონი” – “ოკლაჰომა” 100:99 (18:26, 27:22, 28:27, 27:24)

https://www.youtube.com/watch?v=MeLgxaBU-fY

“მინესოტა” – “კლიპერსი” 123:109 (28:32, 31:26, 36:25, 28:26)

https://www.youtube.com/watch?v=pqY9bxboG04

“ნიუ ორლეანი” – “დალასი” 115:105 (29:30, 25:22, 26:28, 35:25)

https://www.youtube.com/watch?v=tvMHD64LDFM

“იუტა” – “ატლანტა” 94:99 (27:21, 15:20, 25:22, 27:36)

https://www.youtube.com/watch?v=U3-EPxrNzUo

“ფინიქსი” – “დეტროიტი” 88:115 (19:19, 19:25, 26:36, 24:35)

https://www.youtube.com/watch?v=WICDiMYhUjk

“პორტლენდი” – “ჰიუსტონი” 111:115 (31:27, 24:28, 32:31, 24:29)

https://www.youtube.com/watch?v=7fUIwdgT3EU

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134449