ფეხბურთი

0:05 | 19.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გააჩერეს, ბატშუაი - ვერ

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” წააგო და “მდევარებს” სხვაობის შემცირების საშუალება მისცა. მიუნხენური გიგანტი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგთან” ვერ გახდა ვერაფერს. არადა, სანდრო ვაგნერის გოლით მალევე დაწინაურდა. მერე, რალფს ჰასენჰუტლის გუნდმა, რომელსაც რეალურად სამი ქულა გაცილებით სჭირდებოდა, მეტად მოინდომა და ორჯერ დაამწუხრა სვენ ულრაიხი. ჯერ ნაბი კეიტამ გააათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ტიმო ვერნერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. “ლაიფციგი” ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. “ბაიერნზე” კი რა უნდა ვთქვათ, მიუხედავად ყველაფრისა, მომდევნო ტურში შეუძლია ჩემპიონობის გაფორმება...

“ბაიერნი” გააჩერეს, მაგრამ ვერ აჩერებენ მიჩი ბატშუაის. ძნელია გაიხსენო, ბოლოს ვინ მოერგო ასე იდეალურად ახალ გუნდს. ბელგიელი “დორტმუნდის” ნამდვილ გოლების მანქანას წარმოადგენს და “ყვითლებმა” მეორე წრეში თუ რაიმე ღირებული გააკეთეს, მეტწილად “ჩელსის” ექსფორვარდის დამსახურებით. ბატშუაიმ ამჯერად თავის გუნდს “ჰანოვერთან” მოაგებინა და მესამე ადგილი შეანარჩუნებინა.

ოთხეულში მყოფი “ლევერკუზენი” კი, უკვე აღარაა ჩემპიონთა ლიგის ზონაში და ადგილი “აინტრახტს” გაუცვალა. “ფარმაცევტები” “კიოლნთან” დარჩნენ მშრალზე. “თხებმა” კი ძალზე დიდი ხნის შემდეგ, ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და იმედი, ბუნდესლიგაში დარჩენის შესახებ, ჯერ კიდევ ცოცხალია.

“დორტმუნდი” – “ჰანოვერი” 1:0 (1:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 360

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, აკანჯი, ტოპრაკი (სოკრატისი 46), შმელცერი; დაუდი, კასტრო (ვაიგლი 64); პულიშიჩი (ფილიპი 70), გიოტცე, შურლე; ბატშუაი

მწვრთნელი: პეტერ შტოგერი

“ჰანოვერი” (3-4-3): შაუნერი; სორგი (ფოსუმი 78), სანე, ანტონი; კორბი, ბაკალორში (მაინა 86), შვეგლერი, ოსტრზოლეკი; კლაუსი, ჟონათასი, ფოლკრუგი (სარენრენ-ბაზე 73)

მწვრთნელი: ანდრე ბრეიტენრეიტერი

გოლი: 1:0 ბატშუაი (24)

გაფრთხილება: აკანჯი (79), სოკრატისი (90) – შვეგლერი (28)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 25 (9) – 8 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: პატრიკ იტრიხი

“კიოლნი” – “ლევერკუზენი” 2:0 (1:0)

კიოლნი, რაინენერჯიშტადიონი”

მაყურებელი: 50 000

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; მერე, მაროჰი, ჰანტცი, ჰექტორი; კოზიელო, ჰოგერი (ოზჩანი 59); რისე, ოსაკო, ბუტენკურტი (კლემენსი 71); ზოლერი (პიზარო 80)

მწვრთნელი: სტეფან რუტენბეკი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; იედვაი (ჰენრიხსი 46), ტაჰი, ბენდერი, ვენდელი; ბაუმგარტლინგერი (პოიანპალო 46), არანგიზი; ბრანდტი, ჰავერტცი, ბაილი (ბელარაბი 73); ალარიო

მწვრთნელი: ჰეიკო ჰერლიხი

გოლები: 1:0 ოსაკო (9), 2:0 ზოლერი (69)

გაფრთხილება: ჰოგერი (3), ჰაინტცი (35), ბიტენკურტი (61) – ვენდელი (41)

გაძევება: ალარიო (33)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 10 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

“ლაიფციგი” – “ბაიერნი” 2:1 (1:1)

ლაიფციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი:

“ლაიფციგი” (4-4-2): გულაში; ლაიმერი, კონატე, უპამეკანო, ილსანკერი; კამპლი, დემე, კეიტა (ფორსბერგი 68), ბრუმა; პოულსენი, ზაბიცერი (ვერნერი 10, ოგუსტინი 83)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი (რაფინია 79), ზულე, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი, რუდი, ხამესი (ლევანდოვსკი 72); მიულერი, სანდრო ვაგნერი, ბერნატი (რიბერი 61)

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლები: 0:1 სანდრო ვაგნერი (12), 1:1 კეიტა (37), 2:1 ვერნერი (56)

გაფრთხილება: კამპლი (34), კეიტა (63), გულაში (81) – რუდი (41), ზულე (42), რიბერი (63), ლევანდოვსკი (82)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 9 (2) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მარკო ფრიტცი

თეგებიბუნდესლიგა
ფრაიბურგი   2 - 0    აუგსბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ლევერკუზენი   3 - 2    ჰანოვერი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაიერნი   1 - 4    შტუტგარტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   1 - 2    ვერდერი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   4 - 1    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   3 - 1    დორტმუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰამბურგი   2 - 1    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   2 - 6    ლაიპციგი

შემადგენლობა

მოვლენები

შალკე   1 - 0    აინტრახტი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.2711