ფეხბურთი

20:43 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი ექსტრაკლასაში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში პლოცკის “ვისლა” სტუმრად “სლასკს” დაუზავდა – 1:1. აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გოლი პენალტებით გავიდა. ჯერ სტუმრებმა გაიტანეს, მერე – მასპინძლებმა.

37-ე წუთზე “ვისლას” რიგებში თერთმეტმეტრიანი გიორგი მერებაშვილმა გამოიმუშავა. ჩვენებური შემტევი საჯარიმოში შეიჭრა, მცველი მოატყუა, რომელმაც წესების დარღვევით შეაჩერა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად სემირ სტილიჩმა აქცია. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა.

აქვე შეგახსენებთ, რომ წინა ორ ტურში მერებაშვილმა გოლების გატანა მოახერხა. “ვისლას” 28 ტურის თავზე 43 ქულა აქვს და “გორნიკთან” ერთადე მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145528