ფეხბურთი

3:30 | 18.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას მოპოვებული პენალტი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში “არკა” სტუმრად “იაგელონიასთან” დამარცხდა – 2:3. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში ლუკა ზარანდიას აქტიურობის შედეგად გაიხსნა.

ქართველმა შემტევმა მეოცე წუთზე პენალტი გამოიმუშავა მას შემდეგ, რაც საჯარიმოში მცველს თავგზა აუბნია. ლუკამ 61-ე წუთამდე ითამაშა და მერე შეცვალეს. აქვე გეტყვით, რომ გასულ ტურში საგოლე პასი მიითვალა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

“არკას” 37 ქულით მეცხრე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150111