ფეხბურთი

21:45 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დვალის დუბლი პოლონეთის ეკსტრაკლასაში (+VIDEO)

პოლონეთის ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურში "პოგონმა" "ტერმალიცა" გასვლაზე 4:2 დაამარცხა, სტუმართა გამარჯვებაში კი თავისი წვლილი მცველმა ლაშა დვალმაც შეიტანა. 22 წლის ფეხბურთელმა 54-ე და 57-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ლაშას გოლებამდე მასპინძლები 2:1 იგებდნენ.

მიმდინარე სეზონში დვალმა 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ლაშა "პოგონის" ძირითადი შემადგენლობის წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118771