კალათბურთი

10:46 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის 18 ქულა ლიდერთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირმა” თურქეთის პირველ ლიგაში მორიგი მატჩი სტუმრად, ერთ-ერთ ლიდერ “სელჩუკლუ ბელედიესისთან” გამართა და 85:87 წააგო. დიქსონი ტრადიციულად საუკეთესოთა შორის იყო.

მაიკლი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი – 35 წუთი ითამაშა. მან 2-ვე ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

“ბაჰჩეშეჰირს” 16 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 მარტს, შინ, მე-2 პოზიციაზე მყოფ “ბურსასპორთან” გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118887