ფეხბურთი

2:26 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გუნდის სიყვარული ასეთი უნდა! (+VIDEO)

გუნდის სიყვარული ასეთი უნდა! “გალათასარაიმ” სტამბოლური დერბის წინ საკუთარ სტადიონზე, “ტურკ ტელეკომ არენაზე” ღია ვარჯიში გამართა და შესაბამისად, ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლო საყვარელი გუნდის წვრთნას დასწრებოდა.

სტადიონზე მაყურებელი ისეთი რაოდენობით მივიდა, ბარე-ორ გუნდს თამაშზე რომ შეშურდებოდა... 28 ათასმა ქომაგმა “გალა” “ფენერბახჩესთან” უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ გაამხნევა და ის რაც ტრიბუნებზე ხდებოდა, სიტყვით არ გადმოიცემა – ეს უნდა ნახოთ (ვიდეოში).

არახალია, რომ სტამბოლის გუნდების ქომაგები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ და დერბიში გამარჯვება მათთვის ძალიან ფასობს. ახლა ამ ყველაფერს სატურნირო ცხრილის მნიშვნელობაც ენიჭება.

თურქეთის სუპერლიგა ძალიან დაძაბულია: “გალათასარაი” ლიდერია 53 ქულით, მაგრამ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს “ბეშიქთაშსა” და “ბაშაკშეჰირს”. თავის მხრივ, “ფენერბახჩე” მეოთხე ადგილზეა და “ლომებს” 6 ქულით ჩამორჩება. “ფენერბახჩე” – “გალათასარაის” მატჩი “ფენერის” საშინაო არენა “შუკრუ სარაჩოღლუზე” შაბათს, ჩვენი დროით 20:00 დაიწყება.

0.111912