ფეხბურთი

19:10 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” სამტრედიელებს შანსი არ დაუტოვა

ეროვნული ლიგის მესამე ტური თბილისის “დინამოსა” და ‘სამტრედიას” დაპირისპირებით დაიწყო. ბევრი თანაბარ თამაშს ელოდა, თუმცა კახა კაჭარავას გუნდმა აშკარად აჯობა მეტოქეს და მე-13 წუთზე უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდა.

ჯერ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა პირისპირ გასვლისას, ხოლო შემდეგ აკაკი შულაიამ ზუსტად დაარტყა საშუალო მანძილიდან. ზივზივაძეს გიორგი ივანიშვილმა გაუწია ასისტენტობა, ხოლო შულაიას – კიტეიშვილმა.

პირველ ტაიმში ‘სამტრედიას” ერთხელ შეეძლო გატანა, როცა დავით კირკიტაძემ პირისპირ გასვლისას დემეტრე ბულესკირიას ვერ აჯობა. ისე, კირკიტაძეს ჰოლანდიელმა ლუკას ვეილმა გაუკეთა მშვენიერი პასი.

მეორე ტაიმშიც ჩანდა, რომ ‘დინამო” აღემატებოდა მეტოქეს. შედგა ნიკა ძალამიძის დებიუტიც. მესამე გოლს რაც შეეხება, ახალგაზრდა გიორგი კუციამ შორეული დარტყმით გაიტანა.

“სამტრედიამ” რაც მოახერხა, პენალტიდან პრესტიჟის გოლი იყო. ვეილმა ზუსტად დაარტყა და 3:1.

ეროვნული ლიგა. მესამე ტური

თბილისი. დინამო არენა

დინამო (თბილისი) – სამტრედია 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ზივზივაძე (10), 2:0 შულაია (13), 3:0 კუცია (86), 3:1 ვეილი (89 პენ)

0.147846