ფეხბურთი

23:40 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუს ფანტასტიკური (+VIDEO)

17 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა ბრწყინვალედ ითამაშა ლიბერტადორესის თასის მატჩში.

ბრაზილიური "ფლამენგო" გასვლაზე აგებდა ეკვადორის "ემელეკთან", მაგრამ 2:1 მოიგო. ორივე ბურთი შეცვლაზე შესულმა ვინისიუსმა გაიტანა, თანაც, რა გოლები - როგორც იტყვიან, დახატა. განსაკუთრებით ლამაზი კი პირველი გოლი იყო. ვინისიუსმა ბოლო 23 წუთი ითამაშა.

ის წლეულს 12 ივლისს ხდება 18 წლისა. ვინისიუსი მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და სავარაუდოდ, ამ ზაფხულს შეუერთდება "სამეფო კლუბს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110443