ფეხბურთი

13:16 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოს ალონსო: "ბარსელონას" ვაჯობეთ"

ლონდონის “ჩელსის” მცველი მარკოს ალონსო მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” ინგლისურმა გუნდმა აჯობა. ესპანელი უკანახაზელის განცხადებით, ერთადერთი განსხვავება ლიონელ მესია.

“მათ ჰყავთ მესი და განსხვავება ამაშია. როგორც გუნდი, ჩვენ “ბარსელონას” ვაჯობეთ. დასანანია, რადგან უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ძალიან მარტივი გოლები გავუშვით. “ჩელსის” არ გაუმართლა”, - განაცხადა ალონსომ.

შეგახსენებთ, “ჩელსი” “ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში (1:4) დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

0.110393