ფეხბურთი

15:23 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

„კოლხეთი“ უმწვრთნელოდ დარჩა

ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონის ჯერ მხოლოდ ორი ტური ჩატარდა და მწვრთნელის პირველი ცვლილებაც განხორციელდა. ფოთის „კოლხეთის“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კონსტანტინ გალკინი გაათავისუფლა, ახალი მწვრთნელის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

„კოლხეთი“, გალკინის თავკაცობით, 2018 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:6 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში „საბურთალოსთან“ - 1:4.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122348