თამაშგარე

11:57 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრას ხელგარჯილი ცოლი

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, პატრის ევრა, ყოველთვის განსხვავებული ადამიანი იყო და არასოდეს გავდა თავის იმ კოლეგებს, რომლებიც ცოლის მოყვანამდეც და ცოლის მოყვანის შემდეგაც, მარტის კატებივით საწინააღმდეგო სქესის არსებათა ძიებაში და მუდმივად ჩაცმა-გახდაში არიან.

პატრისს ცოლად არც მოდელი ან მსახიობი მოუყვანია, თუმცა თავს ნამეტანავდ ბედნიერად გრძნობს. მისი მეუღლე, სანდრა ევრა უკვე ორი შვილის დედაა და ბავშვებს სხვათა დაუხმარებლად ზრდის, რაც დაგვეთანხმებით ჩვენს დროში და ასეთი ოჯახისათვის ერთობ მნიშვნელოვანი უცნაურობაა.

პატრისი თავის მეუღლეს კულინარიასაც ხშირად უქებს ხოლმე და ამბობს, რომ სანდრას ხელიდან რაგინდარა კერძი გემრიელი გამოდის. როდესაც პატრის ევრა საბურთაოდ ტურინში გადავიდა, მან ახალი თანაგუნდელები ოჯახში მიიპატიჟა და სანდრა ევრას ნახელავი კერძებით თურმე ყველა კმაყოფილი და მადლიერი დარჩენილა. ასე რომ, ამა ცხოვრებაში განა მხოლოდ მკერდ-ბარძაყია მთავარი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117201