სხვა

19:30 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა და გაგამარუმ მარტის ბაშო გამარჯვებით გახსნეს

"იმპერატორის თასის” მოქმედმა მფლობელმა ლევან გორგაძემ 2018 წლის სეზონის მეორე ბაშო გამარჯვებით გახსნა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა, რომელიც დოჰიოზე სეკივაკეს წოდებით ავიდა, ოსაკაში დღეს დაწყებულ მარტის სუპერტურნირზე დასავლეთის მეორე მაეგაშირას - იაპონელ ტაკარაფუჯის აჯობა.

ლევან გორგაძე მარტის ბაშოს ფეხის ტრავმით შეხვდა და წინასწარი ინფორმაციით, გამაყუჩებლების დახმარებით შეეცდება შეჯიბრების ჩამთავრებას.

ხვალ მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება და ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა – მონღოლი ტამავაში იქნება. მას აქამდე სუპერტურნირებზე 15-ჯერ დასჭიდებია და აქედან 12-ჯერ დაუმარცხებია.

მარტის ბაშო წარმატებულად დაიწყო გაგამურუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმაც. მან რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში იაპონელ ჩიონოოს სძლია.

Loading...
0.15516