ფეხბურთი

1:39 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილმა ნიკა კაჭარავას გუნდს გაუტანა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში ქართული დერბი შედგა. გიორგი მერებაშვილის “ვისლამ” ნიკა კაჭარავას “კორონა” მიიღო და გამარჯვებულიც დარჩა.

პლოცკელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი მერებაშვილმა დააფიქსირა. ქართველი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია. სხვათა შორის, ეს გიორგის მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში (5 საგოლე პასთან ერთად) და მათ შორის, ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. მერებაშვილი გოლის შემდეგ შეცვალეს.

თავის მხრივ, “კორონას” რიგებში შეუცვლელად ითამაშა კაჭარავამ. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ექსტრაკლასაში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ორივე გუნდი ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. “ვისლას” 42 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, ხოლო “კორონა” 40 ქულით მეექვსე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

0.113009