ფეხბურთი

23:30 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის შაბათი

ესპანეთის ლიგა ადელანტეს 30-ე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდა „ხიმნასტიკი“. ტარაგონენელებმა „გრანადა“ მისსავე მოედანზე დაამარცხეს - 1:0.

აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც ტრადიციულად შეუცვლელად გაისარჯა. ქართველი მცველი 83-ე წუთზე გაამფრთხილეს. „ხიმნასტიკს“ 36 ქულით მე-16 ადგილი უკავია.

დანიის სუპერლიგის 25-ე ტურში „სილკებორგი“ სტუმრად „ჰობროსთან“ ქულას გამორჩა (1:1).სტუმართა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა დავით სხირტლაძემ, ხოლო მათე ვაწაძე მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა. „სილკებორგი“ 28 ქულით მეთერთმეტეა.

ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტური „ალტახისა“ და „რაპიდის“ მატჩით დაიწყო, თუმცა გოლი არ გასულა. დედაქალაქელთა შორის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაია, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. „რაპიდს“ 48 ქულა აქვს და მესამე პოზიციას ამაგრებს.

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში „უფამ“ „ანჟი“ დაამარცხა - 3:2. გამარჯვებულთა შორის 90 წუთი გაატარა მოედანზე ჯემალ ტაბიძემ, ხოლო დამარცხებულთა კარს გიორგი ლორია იცავდა. გაშვებულ გოლებში ჩვენებურის ბრალი არაა. „უფა“ 31 ქულით მეექვსეა, ხოლო „ანჟი“ გავარდნის საფრთხის წინაშეა - 20 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში "პოგონი" საკუთარ მოედანზე ვერაფერს გახდა "კრაკოვიასთან" და დამარცხდა - 0:3. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა. "პოგონი" 27 თამაშში მოპოვებული 25 ქულით მეთოთხმეტე პოზიციაზეა.

0.115804