ფეხბურთი

17:10 | 10.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის სადებიუტო გამარჯვება

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. კახა კაჭარავას გუნდი გასულ ტურში შინ გორის “დილასთან” დამარცხდა და ბუნებრივია, ახლ წაფორხილების უფლება აღარ ჰქონდა.

თუმცა, მეტოქეც ანგარიშგასაწევი გახლდათ – “რუსთავი”, რომელმაც სეზონი თბილისის “დინამოსთან” გამარჯვებით გახსნა. შესაბამისად, საინტერესო აფიშა ჰქონდა აღნიშნულ მატჩს, რომელიც დაძაბული გამოვიდა,მაგრამ სანახაობრივად უკეთესიც შეიძლებოდა.

სწრაფი გოლი გავიდა და ისე მოხდა, რომ სწორედ ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. მე-5 წუთზე ქუთათურებმა კუთხური ჩააწოდეს, ნუკრი რევიშვილი შეცდა და იქვე ჩასაფრებულმა კუხიანიძემ ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი. რა თქმა უნდა, წინ მთელი თამაში იყო, მაგრამ მცდელობის მიუხედავად გუნდებმა ვერაფერი შეცვალეს. ეს განსაკუთრებით, “რუსთავზე” ითქმის, რომელსაც თამაში გადასარჩენი ჰქონდა, მაგრამ ამაოდ.

საბოლოოდ, ჩემპიონმა პირველი სამი ქულა მიითვალა, ხოლო “რუსთავი” ასევე პირველად დამარცხდა.

“რუსთავი” – “ტორპედო” 0:1 (0:1)

თბილისი, “დავით პეტრიაშვილი”

“რუსთავი” (4-2-3-1): რევიშვილი; გეგეჭკორი, კობახიძე, ცხოვრებოვი, ცარიკაევი; პაპავა, ფონიავა (ქავთარაძე 86); გორელიშვილი (მარცვალაძე 68), გაბულოვი, კვირკვია (ჩოგაძე 38); მიქელთაძე

მწვრთნელი: ვლადიმერ გაზაევი

“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე; ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე; გიგაური, კუხიანიძე (ლიპარტია 81); დოლიძე (მამასახლისი 74), კუტალია, სარდალიშვილი; ბოხაშვილი (კაპანაძე 65)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 0:1 კუხიანიძე (5)

გაფრთხილება: ცარიკაევი (52) – ტაბატაძე (51)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10861