კალათბურთი

23:54 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი "რეჯიო ემილიას" 13 ქულით დაეხმარა, "ზენიტმა" ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრის მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" ევროთასის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩი "ზენიტთან" სტუმრად 77:91 წააგო, რუსებმა კი ანგარიში გაათანაბრეს - 1:1.

განვლილ შეხვედრაში ქართველმა 13 ქულა, ხუთი გადაცემა და სამი მოხსნა მიითვალა. მანუჩარი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მან ბევრი სამქულიანი გააფუჭა - მარკოიშვილს შვიდიდან ორი წაუვიდა მიზანში.

ნახევარფინალისტის ვინაობის გამოსარკვევად გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. 14 თებერვალს ქართველი ლეგიონერის გუნდი რუსებს უმასპინძლებს და გამარჯვებული ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.084324