ფეხბურთი

16:20 | 9.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: "გაგრამ" და "მერანმა" მოიგეს

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის კიდევ ორი მატჩი. თავიანთი თამაშები მოიგეს "მერანმა" და "გაგრამ". ისინი პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ და 0:0 დაასრულეს, ამჯერად კი ორივემ ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0.

ჯერჯერობით, ცხრილსაც ეს ორი გუნდი ლიდერობს 4-4 ქულით.

გაგრა - სამგურალი (წყალტუბო) 1:0

გოლი: 1:0 ცაცკრიალაშვილი (49 პენ)

მერანი (მარტვილი) - თელავი 1:0

გოლი: 1:0 ტრეტიაკი (17)

მეორე ტურის გუშინდელ მატჩებში სტუმრებმა იმარჯვეს:

ცხინვალი - შუქურა (ქობულეთი) 1:2

ნორჩი დინამო (თბილისი) - შევარდენი (თბილისი) 2:3

შაბათს, 13:00 საათზე ქუთაისში დაიწყება ტურის ბოლო მატჩი: ბათუმის "დინამო" თბილისის "ვიტ ჯორჯიას" შეხვდება.

0.147956