ფეხბურთი

14:10 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” “სენტ ეტიენის” ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა “სამტრედიამ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. როგორც იმერული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, სენეგალელი სიდი სანია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სამტრედიელთა რიგებში ითამაშებს.

სანია პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია და ბოლოს პორტუგალიურ “უნიაო მადეირას” ღირსებას იცავდა.

28 წლის აფრიკელი თავის დროზე ფრანგული “სენტ ეტიენის” შემადგენლობაშიც ირიცხებოდა და 2010-2011 წლების სეზონში ლიგა 1-ში ორი მატჩიც ჩაატარა. შემდეგ ასევე იყო ნორვეგიული “სოგნდალისა” და ბერძნული “არისის” წევრიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112583