ფეხბურთი

19:14 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელერინს ბარსელონაში დაბრუნება სურს

ესპანურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ექტორ ბელერინი “არსენალიდან”, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს.

ბელერინი ბარსელონელია და “ლა მასიაში” თამაშობდა, საიდანაც 2011 წელს გადავიდა “არსენალში”. ფეხბურთელი უკმაყოფილოა “მეთოფეთა” თამაშითა და შედეგით.

პრობლემა ისაა, რომ “ბარსას” სამი მარჯვენა მცველი ჰყავს: სერხი რობერტო, ნელსონ სემედუ და ალეშ ვიდალი. დიდი ალბათობით, ვიდალს ზაფხულში სხვა კლუბში გადასვლა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117064