ფეხბურთი

2:06 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი პოლონური ექსტრაკლასას სიმბოლურში

პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურის იმბოლურ ნაკრებში მოხვდა ლაშა დვალი. გასულ უიქ-ენდზე “პოგონი” სტუმრად “კორონასთან” ნულოვან ფრეს გამორჩა და ამაში ჩვენებურმა ფეხბურთელმა საკმაო წვლილი შეიტანა.

დვალი მიმდინარე სეზონში მეორედ მოხვდა ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის. მისი თამაში კი, ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.

22 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 22 მატჩია (ყველა შეუცვლელად), გოლი კი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133555