ფეხბურთი

17:26 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნანტის" მეკარე საფრანგეთის ლიგა1-ის შეფებს: "სამარცხვინოები ხართ"

"ნანტის" რუმინელმა მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუმ ლანძღვით "შეამკო" საფრანგეთის ლიგა1-ის ხელმძღვანელები. ეს "მარსელთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ.

მიზეზი, რამაც ტეტერუშანუ გააბრაზა?

"არანაირი პატივისცემა დაღუპული ფეხბურთელის მიმართ. სამარცხვინოები ხართ, რომ მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილიც კი არ ყოფილა დავიდე ასტორის გარდაცვალების გამო" - ამბობდა ტატარუშანუ სტადიონის მიქს-ზონაში.

რუმინელი მეკარე ასტორის თანაგუნდელი გახლდათ "ფიორენტინაში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115285