ფეხბურთი

13:47 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ამერიკული MLS-ის სიმბოლურში

ვაკო ყაზაიშვილი აშშ-ის MLS-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“სან ხოსე ერთქვეიკსის” ქართველმა შემტევმა “მინესოტა იუნაიტედთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა. ყაზაიშვილის გუნდმა 3:2 მოიგო (VIDEO).

ცნობილი ფეხბურთელებიდან, სიმბოლურში ასევე მოხვდნენ შვეიცარიელი მცველი ფილიპ სენდეროსი და ჩილელი ნახევარმცველი დავიდ პიზარო.

სიმბოლური AS USA-მ შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117176