ფეხბურთი

20:05 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას საგოლე პასი "აიაქსთან" (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ვიტესმა” ამსტერდამის “აიაქსი” საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ გამარჯვებაში კი, თავისი წვლილი შეიტანა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ.

30 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 71-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა. “ვიტესმა” სტანდარტი შეასრულა, ხოლო კაშიამ საჯარიმოში მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო და ბრაიან ლინსენმა ახლო მანძილიდან დალაშქრა სტუმართა კარი.

“ვიტესს” 26 ტურის თავზე 41 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება გურამს – მიმდინარე სეზონში ერედივიზიონში ჩატარებულ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა (“როდასთან”, “აიაქსთან”, “ფეიენოორდთან”) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.107562