ფეხბურთი

16:42 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ტური გადაიდო

იტალიის სერია A-27-ე ტურის ყველა შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის მიზეზი ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტნის, დავიდე ასტორის მოულოდნელი გარდაცვალებაა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება გადადებული მატჩები. რაც შეეხება ასტორის, 31 წლის ფეხბურთელი უდინეს სასტუმროს ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელს გული გაუჩერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120992