ფეხბურთი

15:41 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" კაპიტანი და იტალიის ნაკრების მცველი გარდაიცვალა

იტალიის საფეხბურთო სამყარო მწუხარებამ მოიცვა. ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტანი დავიდე ასტორი მოულოდნელად გარდაიცვალა.

31 წლის ფეხბურთელი უდინეს სასტუმრო, La Di Moret-ის ოთახში გარდაცვლილი იპოვეს, სადაც ფლორენციული გუნდი დღეს, “უდინეზესთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადებოდა. ჯეროჯერობით რა გახდა ტრაგედიის მიზეზი ოფიციალურად უცნობია, თუმცა Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, ასტორის გულის შეტევა დაემართა. ბუნებრივია, “უდინეზესა” და “ფიორენტინას” მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დავიდე ასტორი საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ და დღემდე იტალიის ნაკრების წევრი იყო. მისი კარიერა “მილანიდან” დაიწყო, რომლის რიგებში 2006-2008 წლებში ირიცხებოდა, თუმცა ერთხელაც არ უთამაშია. სახელი კი, “კალიარიში” თამაშით გაითქვა, რომლის რიგებშიც 2008-2014 წლებში 174 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

2014-2015 წლების სეზონში “რომას” შემადგენლობაში 24-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო “ფიორენტინაში” 2015 წლიდან დღემდე 78 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა.

დავიდე ასტორის იტალიის ნაკრებში დებიუტი 2010 წლის 10 აგვისტოს ჰქონდა და იქედან მოყოლებული “სკუადრა აძურას” მაისური 14-ჯერ მოირგო, ერთი გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099428