ჩოგბურთი

11:48 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაუტისტა აგუტი დუბაის ტურნირის გამარჯვებულია (+VIDEO)

რობერტო ბაუტისტა აგუტმა დუბაის ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მატჩში ლუკა პუი 6:3, 6:4 დაამარცხა და რაფაელ ნადალის (2006) შემდეგ გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც აღნიშნულ ჩემპიონატში იმარჯვა.

რობერტომ კარიერაში მერვე ტურნირი მოიგო და ATP-ის 500 ქულიან ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა. ბაუტისტა აგუტმა 565, 530 დოლარი გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგში 23-დან მე-16 ადგილამდე დაწინაურდება. ფრანგი ჩოგბურთელი კი ფინალში გასვლით 277,255 დოლარს და 300 ქულას დასჯერდა. პუი რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურდება, ორშაბათს მე-12 პოზიციაზე იქნება, რაც მისთვის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113989