სანაკრებო პაუზის შემდეგ "დელტა" სუპერლიგაზე "მგზავრებს" გატესტავს.
ამ რეგულარულში ორჯერ შევხვდნენ "მგზავრებს".
1 ტესტი - 85:88. დამატებით დროში. 23 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ზვიად ანთაძე.
2 ტესტი - 77:97. ისევ "მგზავრების". 14 ქულა აიღო ლევან ელიაძემ.
დღეს "დელტა" შეცვლილია. ლევან ფაცაციასთან ერთად გუნდმა მოუმატა და გუნდი იგებს. გუნდი ჯანმრთელია.
"მგზავრებთან" თამაში 3 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.
ვესაუბრებით "დელტას" წევრებს.
თემურ კანკია ("დელტა", მთავარი მწვრთნელი): "დაძაბული, პრინციპული თამაში იქნება. ცხრილში ახლოს ვართ ერთმანეთთან. ჩვენც, "მგზავრებიც" უკეთესი ადგილისთვის ვიბრძვით. მოგება გვინდა. ვიცი, რომ "მგზავრებიც" მაქსიმუმს გააკეთებს. საინტერესო, დაძაბული შეხვედრა მოდის."
საბა ლობჟანიძე ("დელტა"): "სანაკრებო პაუზის დროს 2 კვირა გვქონდა მოსამზადებლად ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ. ორივე გუნდისთვის მოგება აუცილებელია. ეს თამაში ბევრს ნიშნავს. გუნდები კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად."
ზურა თალაკვაძე







