ფეხბურთი

21:50 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: “მწვრთნელობა ჩემი საქმე არაა”

“რომას” ლეგენდა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მწვრთნელობას არ აპირებს.

“სავარაუდოდ, სპორტული დირექტორი გავხდები. ჩემს თავს ამ პოსტზე ვხედავ. ახლა, უბრალოდ, გამოცდილებას ვიძენ. სიმართლე გითხრათ, მეშინია მომავლის. უბრალო ამბები მენატრება: ბუცები ფეხებზე, მნიშვნელოვანი თამაშები, გასახდელში ტრადიციული შეძახილები, თანაგუნდელებთან ერთად სადილი... ამ ამბებს ძალიან შევეჩვიე” – ციტირებს ტოტის სიტყვებს Football Italia.

0.100109