ფეხბურთი

13:21 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელე არენაზე“ მოედნის საფარი იცვლება

ქობულეთში, რევაზ ჩელებაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობითა და დაფინანსებით იცვლება მოედნის საფარი - ხელოვნურ ხალიჩას, რომლის უხარისხობაზე დიდი ხანია საუბრობენ, ბუნებრივი მინდვრის საფარი ჩაანაცვლებს. ამის შემდეგ კი, ადგილობრივი თვითმმარველობის ხელშეწყობით ეტაპობრივად განხორციელდება სტადიონის რეაბილიტაცია.

„შუქურას“ პრესსამსახურის ცნობით, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე გუნდი საშინაო მატჩებს ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რამდენიმე სტადიონზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ქობულეთის გარდა, რეკონსტრუქცია უტარდება ბოლნისის, წყალტუბოს და სამტრედიის სტადიონებს. ბუნებრივი საფარის დაგება ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით ხდება, ხოლო სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ. აღნიშნულ სტადიონებზე სამუშაოების დასრულება ზაფხულისთვის იგეგმება. სფფ-ის მოთხოვნით, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გუნდებმა მატჩები ბუნებრივსაფარიან მოედნებზე უნდა ჩაატარონ.

თეგებიჩელე არენა
სტატისტიკა
0.240567