ფეხბურთი

20:45 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა დაუშვილი: "თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ"

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი "სამტრედია" ეროვნული ლიგის დაწყებამდე მზადების ბოლო ეტაპზეა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა თურქული შეკრება გაიარა, ხოლო ამჟამად საქართველოში ემზადება.

იმერელთა ახალწვეულმა ბუბა დაუშვილმა განაცხადა, რომ თურქეთში გუნდმა ნაყოფიერი შეკრება გაიარა.

"თურქეთში შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოგვივიდა, ორჯერადი ვარჯიშები იყო და გუნდი სავარჯიშო პროცესში სრულფასოვნად დაიხარჯა მოედანზე", - ციტირებს დაუშვილის სიტყვებს "სამტრედიას" პრესსამსახური.

შეგახსენებთ, "სამტრედია" დამდეგ ზაფხულს ევროპა ლიგაზე ითამაშებს. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, იმერული გუნდი პირველი ტურის მატჩს 4 მარტს, თბილისში, "ლოკომოტივთან" ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ ბუბა დაუშვილი საქართველოს 2016 წლის ჩემპიონს დაახლოებით ერთი თვის წინ შეუერთდა და დამდეგ სეზონს "სამტრედიას" რიგებში გაატარებს.

0.116222