კალათბურთი

12:57 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დურანტმა ზაზა დაიცვა  

ზაზა ფაჩულია რამდენიმე დღის წინ სათამაშო ეპიზოდში რასელ უესტბრუკს ზევიდან დაეცა და ნბა-ში ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ქართველმა მოთამაშემ მიზანმიმართულად გააკეთა. თავად რასელსაც ასე ჰგონია. ასევე, ამ ფაქტს გამოეხმაურა კაირი ირვინგი, რომელმაც ნბა-ს ასეთი მოთამაშეების მიმართ მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ზაზას მხრიდან გამიზნულ უხეშობას გამორიცხავს მისი თანაგუნდელი კევინ დურანტი. მან ქართველი კალათბურთელი დაიცვა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ზაზას არ უნდა ვინმეს ტრავმა მიაყენოს. ის, როგორც სხვა ცენტრები, მოუქნელია. როდესაც ნიკ იანგის ფეხს გამოედო, თავი ვეღარ შეიკავა და რასელს დაეცა. უესტბრუკი და კიდევ ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ზაზამ მიზანმიმართულად გააკეთა, მომენტი რამდენჯერმე ვნახე და დამერწმუნეთ, ეს ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო”- განაცხადა დურანტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100774