ფეხბურთი

15:51 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლიპარტია "ტორპედოში" ითამაშებს

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ჯაბა ლიპარტია დაიმატა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელი “ტორპედოს” სამშაბათს შეუერთდება.

ჯაბა ლიპარტიას საქართველოში აქამდე “ვიტ ჯორჯიას” რიგებში უთამაშია. შემდეგ კი იყო უკრაინული “ზორიას” წევრი, რომლის რიგებშიც ევროპა ლიგაზეც ითამაშა.

ჯაბა ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ მახაჩყალის “ანჟიში” ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108712