ფეხბურთი

1:32 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი ბოლო წუთზე და "გენტის" გამარჯვება (+VIDEO)

ბელგიის იუპერ ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "გენტმა", რომელმაც სტუმრად "ბევერენი" დაამარცხა (2:1). "გენტის" ფეხბურთელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე გაიტანეს, კერძოდ, რომან იერემჩუკმა.

უკრაინელ ნახევარმცველს კი საგოლე პასი ჩვენებურმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაუკეთა. 18 წლის ქართველი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა. გიორგიმ თამაში გაამწვავა და ამჯერადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბოლოს კი, გადამწყვეტი სიტყვაც თქვა.

"გენტს" სატურნირო ცხრილში 28 ტურში მოპოვებული 47 ქულით მესამე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062485