ფეხბურთი

22:42 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას დუბლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის XXIV ტურში ჩინებულად გაისარჯა გიორგი ქვილითაია. ვენის "რაპიდი" სწორედ ჩვენებურს უნდა უმადლოდეს, რომ "ლინცი" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი ქვილითაიას ანგარიშზეა. ჯერ 45-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე დუბლი გაიფორმა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ეს გიორგის პირველი დუბლია ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში. ისე კი, სამი გოლი დაუგროვდა 20 შეხვედრაში. ქართველმა ფორვარდმა ხსენებულ შეხვედრაში მე-80 წუთამდე ითამაშა.

რაც შეეხება "რაპიდს" - მეოთხე ადგილზე იმყოფება 39 ქულით და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149973